1.პროექტის სახელი. "ექსკურსია ყაზბეგში"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით.
პროექტი ემსახურება საფუძლიანად გაეცნონ მოსწავლეები საქართველოს მთიანეთის ღირშესანიშნაობებს,დიდი ქართველი პოეტების ვაჟა– ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების ეპიზოდებს.
3.პროექტის სრული აღწერა.
ჩავატარებ წინასწარ სამუშაოებს ;მოვიწვევ მშობელთა კრებას მოსწავლეებთან ერთად,ექსკურსიის მიზნების გაცბობიერებისათვის და საჭირო საორგანიზაციო საკითხებისათვის.მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად,ერთ ჯგუფს დავავალებ მარშუტის განხილვას , მეორე ჯგუფს დავავალებ მატერიალური საკითხების განხილვას, რამოდენიმე ბავშვს ვთხოვ მოიძიონ ინტერნეტში მასალა მარშრუტის შესაბამისი მხარის ირგვლივ
4.მონაწილეთა ასაკი.
16-17 წლის
5.ვადები/ხანგძლივობა.
ორი დღე 1-2 ივნისი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
მოსწავლეები მოინდომებენ შეადგინონ წერილობითი მასალა ყაზბეგის მხარის შესახებ. ვაჟა–ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებების მიხედვით.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას.
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ყაზბეგის მხარის შესახებ. დარჩებათ წარუშლელი შთაბეჭდილებები ჩარგალისა და სხვადასხვა ისტორიული ძეგლების დათვალიერების შედეგად . განიცდიან დარიალის ხეობისა და კავკასიონის სიდიადეს .
8.სარგებელი სხვებისთვის.
დიდი ემოციებით დატვირთული გაუზიარებენ თავიანთ ახლობლებს ნანახსა და განცდილს
9.სამუშაო ენა.
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
სხვა სკოლელები არ მონაწილეობენ
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქართულისა და ისტორიის გაკვეთილებზე გამოიყენებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს .
12.პროექტის ფასილიტატორი. ლამზირა რობაქიძე.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა. lamzirarobaqidze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი.
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი. http://www.lamzira.blogspot.com/
среда, 31 марта 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)